პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება დესტრუქციული ჯგუფების დევნაში - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება დესტრუქციული ჯგუფების დევნაში, იქმნება ქოსის და დესტაბილიზაციის ფონი, ჩვენ ყოველ ასეთ გამოვლინებაზე ძალიან მკაცრი პოლიტიკა გვექნება, არავითარ კომპრომისს აღარ დავუშვებთ“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“ამიტომ, ჩვენ ყოველ ასეთ გამოვლინებაზე ძალიან მკაცრი პოლიტიკა გვექნება. არავითარ კომპრომისს აღარ დავუშვებთ. პოლიციის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი და
კანონის ფარგლებში სამაგალითოდ დასჯილი”. – განაცხადა ირაკლი
ღარიბაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობას უახლოეს საათებში გამოუცხადებს.