Politico: თითქმის გადაწყვეტილია, ვინ დაიკავებს EU-ის წამყვან თანამდებობებს

პუბლიკა

Politico-ს ინფორმაციით, „თითქმის გადაწყვეტილია“, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ვინ დაიკავებს ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა რვა ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ანონიმური ევროპელი დიპლომატების თქმით, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ლიდერები საერთო პოზიციაზე არაფორმალურ ვახშამზე 17 ივნისს შეჯერდებიან. ოფიციალური ინფორმაცია კი 27-28 ივნისს, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

Politico- მიხედვით, თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს მეორე ვადით დაიკავებს;
  • პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოსტა ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მოიაზრება და შარლ მიშელს ჩაანაცვლებს;
  • რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის ხელმძღვანელად განიხილება;
  • ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი კი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე ჯოზეფ ბორელს ჩაანაცვლებს.