პოლიტიკურ გაერთიანებას „ძლიერი საქართველო“ „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" შეუერთდა

პუბლიკა

„ლელოს”, „ანა დოლიძე ხალხისთვის” და „თავისუფლების მოედნის” ოპოზიციურ გაერთიანებას კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები” შეუერთდა.

ამის შესახებ გუდიაშვილის სკვერში გამართულ ღონისძიებაზე გადხა ცნობილი.

„რატომ ვდგებით ახლა ერთად? თავიც, შუაც და ბოლოც არის ჩვენი სამშობლო. რატომ ვართ აქ შეკრებილები? რატომ გვაქვს გული დამძიმებული ბოლო პერიოდში? იმიტომ, რომ ვხედავთ, ჩვენს ქვეყანას თავისუფლებას ართმევენ, ქვეყანას გვიყიდიან. ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში. ის ხალხი, ვინც ამ ქვეყანას თავს მოაჯდა და გაუტკბათ ამ ქვეყნის ძარცვა, ბიუჯეტიდან ფულის ძარცვა, იმდენად არ ეთმობათ ეს ყველაფერი, რომ მზად არიან სამშობლო გაგვიყიდონ“,- თქვა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილმა ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ახლა არა ბოდიშების, არამედ შერიგების დროა.

„ვიცი, რომ მტერი დავამწუხრე ჩვენი შერიგებით და ჩვენი ერთობით, ხოლო მოყვარე ძალიან გავახრეთ და პატარა ახსნაც უნდა ამას.

მე და მამუკას, გახსოვთ, ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი გვქონდა ერთხელ და მთელი საქართველო გვადევნებდა თვალყურს; შემდეგ, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, ვიმსჯელეთ და ვუთხარით, რომ ახლა ბოდიშების დრო არ იყო, ახლა შერიგების დრო იყო. ამიტომაც, მეც და მამუკამაც , დავამარცხეთ ის წყენა იმიტომ, რომ არ გვაქვს უფლება მარტო იმ ეთერში, სადაც საზიზღრობებს ვეუბნებოდით ერთმანეთს” – თქვა ელისაშვილმა.