პოლიტიკურ შეკრებებზე მისვლა არ ნიშნავს მხარდაჭერას - მიტროპოლიტი შიო

პუბლიკა

„[პოლიტიკურ შეკრებებზე] მისვლა არ ნიშნავს მათ მხარდაჭერას. მხარდაჭერა არის განცხადება სიტყვიერად… მოწოდება მხარდაჭერისკენ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ ჟურნალისტებთან.

„მალე მოგიტანთ დასამშვიდებელს. ძალიან აღგზნებული ხართ“, – ასე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას მიტროპოლიტი სერაფიმე.

მიტროპოლიტმა ანტონმა კი აღნიშნა, რომ „ეკლესია ყოველთვის მხარს უჭერს არსებულ ხელისუფლებას”.

„როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ჩვენ ასევე ვიქნებით მასთან. მომავალ თაობაში.. ყველა თაობაში იყო… ეკლესია ყოველთვის მხარს უჭერს არსებულ ხელისუფლებას. ვინც არ უნდა მოვიდეს კიდევ ხელისუფლებაში, ექნება ჩვენთან თბილი დამოკიდებულება და ასე რომ ვთქვათ, არ იუკადრისებენ ჩვენთან ურთიერთობას ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მათთან ერთად“, – აღნიშნავს მიტროპოლიტი ანტონი.

მისი თქმით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ჯერ კიდევ არ მოსულა ხელისუფლებაში და უკვე მტრული განწყობა აქვთ ეკლესიისადმი.


ISFED-ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის III შუალედურ ანგარიშში ორგანიზაციამ გამოყო ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის 6 ფაქტი.

ორგანიზაცია მოუწოდებს რელიგიურ ორგანიზაციებს, რომ სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.