პოლიტიკურად უინტერესო პიროვნებაა - იონათამიშვილი ხარჩილავას მანქანის აფეთქებაზე

პუბლიკა

„თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რასაკვირველია, ეს არის ეს პიროვნება. ამიტომ ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ინტერესსა და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა დაწვას. 

„რაც შეეხება თვითონ ფაქტს, რა თქმა უნდა, ამას დაადგენს შესაბამისი უწყება. ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულირება, თან იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომელიც სპეკულირებით არის სახელგანთქმული, ცხადია, არავის გვიკვირს, მაგრამ გააგრძელონ ასე. სპეკულაციებით სადამდე მივიდნენ და სადამდე მიიყვანეს საკუთარი თავი და პარტია, ამას ჩვენი საზოგადოება და მათი ამომრჩეველი ძალიან კარგად ხედავს”, – თქვა იონათამიშვილმა.


წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა დაიწვა. გია ხარჩილავას მანქანა სახლის წინ ჰყავდა გაჩერებული. ის ამბობს, რომ მანქანა ტექნიკურად სრულად გამართული იყო და ვარაუდობს, რომ ის დაწვეს. „მანქანა 100%-ით იყო გამართული”, – ამბობს ხარჩილავა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.