„პირველ რიგში, მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ ის პოლიტიკური პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს და რომელიც ხასიათდება რადიკალიზმით, უკიდურესი რადიკალიზმით, შეუძლებელია, არ აისახოს და არ ასახულიყო ლარის კურსზე“, – განაცხადა საქართველსო ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„ამ ეტაპზე, არანაირი ობიექტური პირობა არ არის იმისა, რა მერყეობასაც ახლა ვხედავთ. ეს არის ერთმნიშვნელოვნად იმ მოლოდინით გამოწვეული, იმ რადიკალიზმსა და იმ პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. ამავდროულად, ეს დაძაბულობა, თავის მხრივ, ხელს უწყობს, როგორც ვხედავთ, ვირუსის ასეთ გავრცელებას და კიდევ უფრო გავრცელებას“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ივანე მაჭავარიანის თქმით, მინიმალური წესების დაცვა და ფარულად ან მინიშნებით არაკონსტიტუციურ და ძალადობრივ მოწოდებებზე უარის თქმა ძალიან პოზიტიურ როლს შეასრულებს, როგორც ლარის კურსის მერყეობის შემცირების, ასევე ვირუსის გავრცელების მიმართულებით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 5 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 3.3409 ლარია, 1 ევრო კი 3.9042 ლარი.