პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ჩვენ“ პარტიის ახალი პოლიტიკური ლიდერები და საარჩევნო სიის ათეული წარადგინა.
სიაში არიან:
- ტარიელ ნაკაიძე – პარტიის თანათავმჯდომარე, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი
- გიორგი გიგიშა პატარიძე
- ივა ხოხლოვი – იურისტი
- ლაშა მგელაძე – ეკონომისტი
- მიხეილ რამიშვილი – ადვოკატი
- ხატია ბაკურაძე
- ზაზა მიქელაძე – უფლებადამცველი
- ზაზა ხურციძე – იურისტი
- ვახტანგ ლოსაბერიძე – მცირე მეწარმე, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი
- როინ ნიჟარაძე
„ჩვენი ძალა მრავალფეროვნებაშია“, – განაცხადა კანდიდატების წარდგენის დროს ლიზი რამიშვილმა.
დღესვე ჩატარდა ყრილობა, რომელზეც პარტიის პოლიტიკური საბჭოც აირჩიეს.
პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ“ 7 ოქტომბერს დატოვეს დამფუძნებლებმა დავით ქაცარავამ, აკია ბარბაქაძემ და კახა გოგიძემ.
„მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, წინასაარჩევნო მარათონის ფორმა და მასში ჩვენი პატარა გაერთიანების ჩართულობაზე სტრატეგიული ხედვები და რაც მთავარია სასურველი მიზნისკენ სწრაფვის ფორმები ვერ და არ დაემთხვა ერთმანეთს, ჩვენ სამმა პერსონალურად გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ“ და გაგვეგრძელებინა ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ პარტიის გარეთ“, – განაცხადეს მათ.