პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „მოგაკითხავთ ყველგან“ – ამ წარწერით აქტივისტებთ ბანერი უჭირვათ. შეკრებილები არიან ასევე აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სიღარიბე და უპერსპექტივობა ქვეყანაში მოიტანა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“, ამიტომაც ისინი უნდა „დასრულდნენ“.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა 7 საათზე დაიწყო. უცნობია, თუ რა საკითხებზე მსჯელობენ პარტიაში. პარტიის წევრებს კომენტარები არ გაკეთებიათ.