პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არ არის ინფორმირებული, რამ გამოიწვია ექიმის ასეთი საქციელი - საგარეო

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაიმართა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, მარიუშ პიეტრ ჟაკთან.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რა დროსაც ერთ-ერთმა ექიმმა სცადა მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის სამედიცინო სინჯის პროცედურის დარღვევით კლინიკიდან გამოტანა.

„შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაუსვა ხაზი, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელ პროცესს. საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს ეთხოვა მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება. შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.