პოლონეთი რუსეთის საზღვართან ღობის მშენებლობას გეგმავს

პუბლიკა

„პოლონეთი რუსეთის საზღვართან მავთულის ღობის მშენებლობას დაიწყებს“, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ღობის სიმაღლე 2,5 მეტრი და სიღრმე 3 მეტრი იქნება.  როგორც მინისტრმა აღნიშნა, ღობის მშენებლობა კალინინგრადის გასწვრივ დაიწყება და ის 2023 წლის ბოლომდე უნდა დასრულდება.

როგორც Deutsche Welle წერს, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და შექმნილი სიტუაციის გამო, პოლონეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ მოსკოვი გეგმავს, ხელი შეუწყოს აზიელი და აფრიკელი მიგრანტებისთვის კალინინგრადის გავლით ევროკავშირში საზღვრის უკანონო კვეთას.

გამოცემის ცნობით, პოლონეთის მთავრობამ ღობის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის საავიაციო უწყებამ ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილო აფრიკიდან კალინინგრადის მიმართულებით ფრენის დაწყების შესახებ განაცხადა.