პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ

პუბლიკა

პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ზუსტად აქ, ომით განადგურებულ კიევში იწერება ისტორია. სწორედ აქ თავისუფლება ებრძვის ტირანიას. სწორედ აქ ჩვენი, ყველას მომავალი ბეწვზე კიდია. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, რომელსაც შეუძლია, მეგობრობის იმედად იყოს, სწორედ ამ გზავნილით ჩამოვედით ჩვენ კიევში“,- წერს „ტვიტერზე“ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი.