პოლონეთის მოქალაქეებზე ძალადობის საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლონეთის მოქალაქეების ცემის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, ძალადობის მუხლით დაკავებულია 2005 წელს დაბადებული ა.კ.

ამ საქმეზე შსს-მ 9 სექტემბერს ორი პირი, ს.ჯ. და ე.გ. დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.