პოლონეთის საგარეო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაატარონ დემოკრატიული რეფორმები

პუბლიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები გაატარონ და გმობენ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

„შეშფოთებით ვაკვირდებით თბილისში არსებულ ვითარებას. საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიუღებელია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დიალოგში ჩაერთონ საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან და გაატარონ დემოკრატიული რეფორმები“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.