პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური გაიმართება

პუბლიკა

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური გაიმართება.

პირველი ტური გუშინ, 18 მაისს გაიმართა. ხმების რაოდენობით ლიდერობს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტურკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმის” ლიდერი რაფალ ტრაჟაკოვსკი.

მან ხმების 30.8% მიიღო, მეორე ადგილზე კი ნაციონალისტი კაროლ ნავროცკია, 29.1%-ით.

პოლონეთის პრეზიდენტობისთვის მეორე ტურში სწორედ ეს 2 კანდიდატი იბრძოლებს. კენჭისყრა 1 ივნისს არის დანიშნული.

ქვეყანაში საარჩევნო კამპანია ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე იყო ფოკუსირებული, მათ შორის ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან პოლონეთის ურთიერთობაზე, თუმცა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოციალურმა საკითხებმაც.

ტრჟასკოვსკიმ აბორტისა და ლგბტქ უფლებების მხარდაჭერის პირობა დადო.

აღსანიშნავია, რომ „კანონისა და სამართლიანობის პარტიას“ (PiS), რომელიც ნავროცკის უჭერს მხარს, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხების გამო ხშირად ჰქონდა უთანხმობა იყო პოლონეთის დასავლელ მოკავშირეებთან და ევროკავშირის ინსტიტუტებთან. PiS-მა ძალაუფლება 2023 წელს დაკარგა.

კენჭისყრაში ამომრჩევლის 67.31%-მა მიიღო მონაწილეობა.