პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, პოლონეთიდან საქართველოს 27 და მოლდოვის 13 მოქალაქე გაასახლეს იძულებით. მათივე ცნობით, დეპორტაცია ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-თან თანამშრომლობით მოხდა.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს 20 და მოლდოვის 9 მოქალაქის დეპორტაცია ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განხორციელდა.
ასევე, ინფორმაციაში წერია, რომ პოლონეთიდან დეპორტირებული ერთ-ერთი ქართველი ქურდობისთვის 12-ჯერ არის ნასამართლევი.
„ნაწილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისას და პოლონეთში არალეგალურად ყოფნისთვის დააკავეს. ასევე, დეპორტირებულებს შორის არიან ისინი, რომლებმაც სხვა უცხოელებს ხელი შეუწყვეს საზღვრის არალეგალურად გადაკვეთაში“, – ნათქვამია განცხადებაში.