პოლონეთის საზღვართან რუსეთის იერიში NATO-თვის მუქარა იყო - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

პუბლიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მარჩინ პშიდაჩის თქმით, მათ საზღვართან ახლოს უკრაინული ბაზის დაბომბვა NATO-დმი მუქარა იყო.

პოლონეთიდან 20 კილომეტრში, იავორივის ბაზის დაბომბვას, რომელსაც, როგორც წესი, უცხოელი ინსტრუქტორები იყენებდნენ, 35 ადამიანი ემსხვერპლა. პშიდაჩის შეფასებით, ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან „ძალიან პროვოკაციული“ იყო.

„მათ ნამდვილად იცოდნენ, რომ სამხედრო ბაზა პოლონეთის საზღვართან ძალიან ახლოს იყო…. ასე რომ, რა თქმა უნდა, რუსებმა იცოდნენ რას ესროდნენ და მათ სურდათ NATO-თვის დამუქრება, სურდათ მუქარის მესიჯი გაეგზავნათ ალიანსისთვის“, – თქვა მარჩინ პშიდაჩმა BBC-თან.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საფრთხის ქვეშაა როგორც მისი, ისე სხვა ქვეყნების ნაწილი, რადგან პუტინს სურს იმ სამყაროს განადგურება, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ.


ლვოვის ოლქის ადმინისტრაციის განცხადებით, პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ბაზის დაბომბვისას 35 ადამიანი დაიღუპა, 134 კი დაშავდა.

სამშვიდობო და უშიშროების საერთაშორისო ცენტრი, რომელსაც ხშირად ყენებდნენ უცხოელი ინსტრუქტორები, გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთიდან უკრაინის იარაღით მომარაგების ერთ-ერთი ცენტრი იყო.

იავორივის ბაზაზე, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, იერიში შავი და აზოვის ზღვებიდან მიიტანეს. უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მათი ნაწილის ჩამოგდება შეძლეს, მაგრამ ამის მიუხედავად ბაზამ დიდი დარტყმა მიიღო.