პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი სააკაშვილთან და გვარამიასთან არ შეუშვეს

პუბლიკა

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილეს, მალგოჟეტა გოშევსკას, რომელიც საქართველოში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას მოსანახულებლადაა ჩამოსული, მათი მონახულების უფლება არ მისცეს.

„როგორც მოგეხსენებათ, კიდევ ერთხელ მითხრეს უარი  მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე და ასევე, ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან შეხვედრაზე. ფაქტი, რომ პატიმრობაში იმყოფება ქვეყნის პრეზიდენტი და პატიმრობაში იმყოფება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორი არც თუ საუკეთესოდ მეტყველებს ამ ქვეყანაზე.

ძალიან ვწუხვარ, რომ მივიღე მორიგი უარი პატიმრებთან შეხვედრაზე და არ მომეცა იმის საშუალება, რომ მენახა რა პირობებში იმყოფებიან ისინი და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს განმიმარტეს, რომ მე არ ვარ ოჯახის წევრი, არ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, იმიტომ, რომ წინა წლებში არაერთხელ მომინახულებია ქართველი პოლიტიკური პატიმრები და არ შემქმნია ამაზე პრობლემა“,- განუცხადა მან ჟურნლისტებს.