მორავიეცკიმ 22 იანვარს, PAP-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „გერმანიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მიუღებელია“
„რუსეთის აგრესიული ომის გამო ყოველდღე უდანაშაულო ხალხი იღუპება. რუსული ბომბები ანადგურებს უკრაინის ქალაქებს. ურტყამს სამოქალაქო სამიზნეებს, იღუპებიან ქალები და ბავშვები“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
რამშტაინში უკრაინასთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფის ბოლო შეხვედრამდე, პოლონეთმა გამოთქვა მზადყოფნა, საკუთარი მარაგიდან უკრაინისთვის გადაეცა ლეოპარდის ტანკები. თუმცა ეს პირველ რიგში მოითხოვს გერმანიის, როგორც ამ სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი ქვეყნის, თანხმობას. ერთადერთი, რაზეც გერმანია ჯერჯერობით თანახმაა, არის ლეოპარდის ტანკების ინვენტარიზაცია, რათა ნახოს, თუ რა რაოდენობა შეიძლება გადაეცეს უკრაინას.
21 იანვარს ამერიკელმა სენატორებმა, ასევე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გერმანიას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს უკრაინას Leopard 2-ის ტანკები.