საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვარშავა-თბილისის ავიარეისის შესახებ განცხადებას ავრცელებს :
„17 მარტს ავიაკომპანიას LOT Polish Airlines დაგეგმილი აქვს ავიარეისის განხორციელება ვარშავა-თბილისის მიმართულებით. რეისი შესრულდება 07:15 საათზე.
საქართველოში გამგზავრების მსურველებს ბილეთის შეძენა შეგიძლიათ ავიაკომპანიის ვებგვერდზე: https://www.lot.com/pl/en/“, – წერია განცხადებაში.