პოლონეთის ქალაქ ვოინიჩში საქართველოს 4 მოქალაქეს მანქანა დაეჯახა. დაშავებულებს შორის 2 უფროსია, 2 კი – 13 წლის ბავშვი.
ადგილზე პოლიცია, მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული. 2 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მოქალაქეები ტროტუარზე გადაადგილდებოდნენ.
მანქანას 90 წლის კაცი მართავდა.
უცნობია მიზეზი, რის გამოც კაცმა მართვაზე კონტროლი დაკარგა.