პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ორი რაკეტა აფეთქდა - დაიღუპა 2 ადამიანი

პუბლიკა

პოლონეთში უკრაინის საზღვართან ახლოს, სავარუდოდ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები ქალაქ პრეჟევოდოვთან, ერთ-ერთ ფერმაში აფეთქდა. შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა პოლონურმა მედიამ გაავრცელა.

როგორც CNN წერს, უცნობია საიდან გაჩნდა ჭურვები, თუმცა რაკეტების ჩამოვარდნა დაემთხვა უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას.

პოლონეთს მთავრობის სპიკერის განცხადებით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ მინისტრთა საბჭოში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტი მოიწვია.

განახლება: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული რაკეტები არ ჩამოვარდნილა პოლონეთში და ამის შესახებ ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს.