3 ივლისს, დილით რუსეთმა უკრაინის ქალაქ პოლტავას შეუტია. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვოლოდიმირ კოგუტის ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი, 11 კი დაშავდა.
მისი თქმით, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მანამდე უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ დარტყმა მოხდა ქალაქის „დაკომპლექტებისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიული ცენტრის“ შენობაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. კიდევ ერთმა დარტყმამ კერძო სახლი დააზიანა.
გარდა ამისა, ღამით თავდასხმა იყო ლიპეცკის ოლზე, რეგიონის ხელმძღვანელმა იგორ არტამონოვმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევი კერძო საცხოვრებელ შენობას დაეცა, დაიღუპა 1954 წელს დაბადებული ქალი. მისივე ცნობით, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.