POSTV-ის ყურება პირველი არჩევანი მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებისთვისაა - IRI

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

შეკითხვაზე, „რომელი ტელევიზიის საინფორმაციოს, პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად“, პასუხები ასე განაწილდა:

მოსახლეობის აზრით, მათი პირველი არჩევანია:

  • იმედი – 28% [მეორე არჩევანი 7%]
  • მთავარი არხი – 14% [მეორე არჩევანი 9%]
  • TV პირველი – 11% [მეორე არჩევანი 13%]
  • რუსთავი 2 – 9% [მეორე არჩევანი 17%]
  • ფორმულა – 3% [მეორე არჩევანი 5%]
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი – 3% [მეორე არჩევანი 3%]
  • პალიტრა – <1% [მეორე არჩევანი <1%]
  • ობიექტივი – <1% [მეორე არჩევანი 2%]
  • პოსტვ – <1% [მეორე არჩევანი 2%]
  • ალტ ინფო – <1% [მეორე არჩევანი 1%]
  • სხვა – 4% [მეორე არჩევანი 6%]
  • არც ერთი – 23%

ამავე გამოკითხვით, ყოველდღიური ინფორმაციის მისაღებად 70% სოციალურ მედიას და ინტერნეტს იყენებს.

სოციალურ მედიათა შორის, გამოკითხულთა 96% ყველაზე ხშირად ფეისბუქს იყენებს, ინსტაგრამს 26%, ტიკ-ტოკს 17%.


კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.