ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის, ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის თქმით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოსტშიმშილობის პერიოდის 99% უკვე გავლილია, მშვიდად, ექსცესების გარეშე.
„პოსტშიმშილის პერიოდის 99% გვაქვს უკვე გავლილი, გავიარეთ მშვიდად, ექსცესების გარეშე, ამიტომაც მიმდინარეობდა შემოწმება ყოველდღე ყველაფრის და ამდენი სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ერთად ვმუშაობდით, პირველ რიგში მე მჭირდებოდნენ ეს სპეციალისტები იმისთვის. რომ რაღაცა რომ იცვლებოდა, რაღაც ნუტრიენტების დოზას ვაკლებდი, რაღაცას საერთოდ ვიღებდი მკურნალობიდან. მე მჭირდებოდნენ ეს სპეციალისტები იმისთვის, რომ მიგვარებდნენ ყველაფერს, რომ არ ჰქონოდა ორგანიზმს რამენაირი გართულება“, – განაცხადა გიორგაძემ.
როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა – დღეს მიხეილ სააკაშვილი დახვდა გაბრაზებული და აფორიაქებული.
„დღეს ჩემი პაციენტი დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული, ეს უკვე არ ვიცი რატომ, მაგრამ პაციენტს, რომელსაც ანერვიულებენ ტელევიზორით თუ იქ, ეს ჩემი პრობლემა არ არის, რა თქმა უნდა, მე როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზობ, იმიტომ, რომ ყველას ვთხოვე მის იურისტებსაც, ამხანაგებსაც, ოჯახის წევრებსაც, რომ ორი კვირა მაცალეთ რომ ეს ადამიანი დავაყენო…
[დეპუტატი] შედის უკვე, ესეც მოვაგვარეთ, ექიმებს შეგვატყობინეს, რომ შედის. ნახავთ, დღეს დღის ბოლომდე შევა, იმიტომ, რომ ამასაც ვაკონტროლებ. თუ მართლა ამ ადამიანზე ზრუნავთ და ზრუნავთ მის ჯანმრთელობაზე, შეეცადეთ და ორი კვირა მოგვეცით ექიმებს, რომ გამოვიყვანოთ ბოლომდე ამ მდგომარეობიდან”, – აცხადებს ექიმი.
ჟურნალისტების კითხვაზე მან უშუამდგომლა თუ არა ხელისუფლებასთან სააკაშვილს, რომ მასთან დეპუტატები შესულიყვნენ, ექიმი პასუხობს, რომ:
„არა, მე ეს არ მეხება, მე უბრალოდ ვკითხე, მე ერთადერთი, რა რეკომენდაცია მაქვს, რაზე გვქონდა მოლაპარაკებული თვითონ პაციენტთან…
პაციენტი არაჩვეულებრივად მოგვყვება ექიმებს, ჩვენ ვთხოვეთ, რომ 3 ვიზიტორზე მეტი დღეში არ იყოს და რომელი ვიზიტორი იქნება ეს სამი ეგ უკვე ექიმის გადასაწყვეტი არ არის, უბრალოდ როცა სამზე მეტია და რომელიმე ვიზიტორი დიდხანს რჩება, მერე, ადამიანი რომელიც 50 დღის შიმშილობიდან გამოდის ახლა იწყებს ადეკვატურ და ნორმალურ კვებას იღლება, რატომ გიკვირთ?“, – უთხრა გიორგაძემ ჟურნალისტებს.
სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდგომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შიმშილობს.