POSTV-დან გათავისუფლებული ჟურნალისტი შალვა რამიშვილს ქარტიაში უჩივის

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „POSTV”-ს დირექტორის შალვა რამიშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია სოფიკო კაჭარავა.

როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განმცხადებლის თქმით, იგი სამსახურიდან განსხვავებული, კრიტიკული აზრის გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, შალვა რამიშვილისთვის მიუღებელი იყო განსხვავებული პოზიციის ქონა არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის, არამედ მის მიღმაც.

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეორე პრინციპის (დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ) დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.