პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა „ვინოტელი" დატოვეს

პუბლიკა

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანხმლებმა პირებმა  “ვინოტელი” ხმაურის ფონზე  დატოვეს. მათ პოლიციელებმა კორიდორი გაუკეთეს რათა  უსაფრთხოდ დაეტოვებინათ ტერიტორია.

ისინი სასტუმრო რუმსში გადაიყვანეს, სადაც ასევე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„ვინოტელთან” პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მას შემდეგ დაიწყო რაც საქართველოში ჩამოსულმა რუსებმა ვლადიმერ პოზნერის იუბილეს აღნიშვნა დაიწყეს.

რუსული შოუბიზნესის და მედიის წარმომადგენლებმა ვინოტელი საქაქრთველოს ჰიმნის ფონზე დატოვეს. აქციაზე ისმოდა ხმაური, სასტვენების ხმა, საპროტესტო შეძახილები.

საქართველოში რუსი ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი რუსული შოუბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდა.

იგი საქართველოში ცნობილია ფრაზით – „აფხაზეთი არასდროს გახდება საქართველოს ნაწილი”.