ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ ოფისში აივნიდან შევიდნენ, LGBT+ დროშა დახიეს და საქართველოს დროშა გადმოფინეს.
„პრაიდის“ წევრები აცხადებენ, რომ ოფისში არავინაა და ყველა უსაფრთხოდაა.
ოფისის მიმდებარედ დააზიანეს „ტელეკომპანია პირველის“ ტექნიკა და აგრესია გამოხატეს გადამღები ჯგუფის მიმართ.