პრაიდის ღონისძიების ადგილას დაძაბულობაა, დააკავეს რამდენიმე ადამიანი

პუბლიკა

დღეს, 1 ივლისს Tbilisi Pride-ის კვირეული ფილმის დახურული ჩვენებით უნდა დაიწყოს.

ჰომოფობიური და რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები იმ ადგილას მივიდნენ, სადაც აღნიშნული კინოჩვენებაა დაგეგმილი. ისინი ღონისძიებაზე შესვლას ცდილობენ, მაგრამ ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ადგილიდან „პუბლიკის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ დააკავეს რამდენიმე ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ რაოდენობას აზუსტებენ.

ჰომოფობიური ჯგუფუს ერთ-ერთი ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ სურთ გზის გადაკეტვა, რომ კინოჩვენებაზე დასწრების მსურველებმა ვერ  შეძლონ შენობაში შესვლა.