პრეცედენტი ტელევიზიაში შესვლის იყო სერიოზული პრობლემა - მერაბიშვილი „იმედზე“

პუბლიკა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ შეკითხვებს პასუხობს.

მისი თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“  შესვლა იყო პრობლემა და არა შეცდომა. მისი თქმით, მთავარი მონაპოვარი არის თავისუფალი მედია და ამას უნდა მოფრთხილება.

„იმის გამო გადადგა, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც უნდა გამოსულიყო. მთავარი არის „იმედში“ შესვლა. მთავარი მონაპოვარი, რაც არის თავისუფალი მედია დემოკრატიულ მედიაში, ამას უნდა ძალიან მოფრთხილება. პრეცედენტი ტელევიზიაში შესვლის იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნისათვის. მე კი არ ვიძახი, რომ შეცდომა იყო, პრობლემა იყო“, – თქვა მერაბიშვილმა.