პრემიის - „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ - ფინალისტები ცნობილია

პუბლიკა

განათლების კოალიციისა და „ლიბერთის“ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პრემიის – „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ – ფინალისტები ცნობილია.

ჟიურიმ სულ 11 ფინალისტი გამოავლინა:

მაკა ბუდაღაშვილიგარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

ეკატერინე შვანგირაძე – სამტრედიის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

საბა მელისკაური – თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

მარეხი მერკვილაძე – თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის N41 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

მარიამ მჭედლიძე  – თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის N41 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

მარინე კვარაცხელია – აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

თინათინ გიორგაძე – ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

ეკატერინე ქუთათელაძე – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

გიორგი ჭაუჭიძე – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქვეშის საჯარო სკოლის და კერძო სკოლის ,,დავითიანი – მარინა გორშკოვა“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

მარინე წიკლაური – თბილისის N147 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

მარიამ ღვინჯილია – რუსთავის N21 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

 

პრემიის მიზანი ვეფხისტყაოსნის საინტერესო და გამორჩეული სწავლების მიდგომების, მეთოდებისა თუ სასწავლო პროექტების გამოვლენა და მათი ავტორი პედაგოგების წარმოჩენაა.

განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯომარის, ირინა ხანთაძის შეფასებით, პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი ხელს უწყობს მასწავლებლებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და განვითარებას.

,,გვინდა, წავახალისოთ აკადემიური წრეების წარმომადგენლები თუ სხვა დაინტერესებული პირები, რათა გააქტიურდეს დიალოგი თემაზე, თუ როგორი უნდა იყოსვეფხისტყაოსნისსწავლების თანამედროვე პარადიგმა; როგორ შეიძლება ნაწარმოები ეხმაურებოდეს ჩვენი დროებისა და ახალი თაობის გამოწვევებს; როგორ შეიძლება ეს წიგნი მეტად დაგვეხმაროს თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებასა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების რეალიზებაში,“ – თქვა ირინა ხანთაძემ.

„პუბლიკამ“ კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტი, მარინე კვარაცხელია ჩაწერა, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.

ჟიურიმ ვეფხისტყაოსნის სწავლების მისეული მეთოდები და მიდგომა გამოარჩია – მარინე კვარაცხელიამ მე-10 კლასის მოსწავლეებს შესთავაზა ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების როლები ფეისბუქში მოერგოთ, რათა ტექსტის სწავლების პროცესი კიდევ უფრო საინტერესო ყოფილიყო.

„ბავშვებს ამ აქტივობამ წააკითხა პოემა“, – ამბობს კონკურსის ფინალისტი პედაგოგი.

„ეს არის ვირტუალური როლური თამაში, მოსწავლეები ირგებენ პოემის პერსონაჟების როლებს. ტექსტი თუ წაკითხული არ გაქვს, ვერ ითამაშებ, ხომ?! ამ აქტივობის ფარგლებში მათ უნდა გადმოეცათ პერსონაჟების ემოციები, უნდა წარმოჩენილიყო ე.წ. პოსტებში, კომენტარებში პერსონაჟების თვისებები, დამოკიდებულებები სხვა პერსონაჟებთან. ეს ძალიან ეფექტიანია ვრცელი ტექსტების სწავლების პროცესში. საინტერესო იყო ის, რომ ბავშვებმა არ იცოდნენ, ვის რა როლი ჰქონდა, ერთმანეთის როლები არ იცოდნენ, აინტერესებდათ, ტარიელი ვინ შეიძლება იყოს? ავთანდილი ვინ შეიძლება იყოს? ბავშვებს ამ აქტივობამ წააკითხა პოემა. სამწუხაროდ, ბევრი ბავშვი ისე მიდის სკოლიდან, არ კითხულობს ამ ტექსტს. სპექტაკლებსაც ვდგამთ ხშირად, მოსწავლეებისგან მოდის ხოლმე ინიციატივა“, – ამბობს მარინე კვარაცხელია.

კიდევ ერთი ფინალისტია გიორგი ჭაუჭიძე – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქვეშის საჯარო სკოლისა და კერძო სკოლის „დავითიანი – მარინა გორშკოვა“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 

„მიმაჩნია, რომ ვეფხისტყაოსანი ერთ-ერთი საუნჯე და შედევრია. მასწავლებლებს მოეთხოვებათ სწავლების გაადვილება. მე მქონდა გარკვეული იდეები და მიხარია ფინალისტად ჩემი დასახელება. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი იდეები – გააზრებული და წაკითხული იქნა ჟიურის წევრების მიერ და დაეთანხმნენ კიდეც, რადგან შეარჩიეს ჩემი აზრი ვეფხისტყოსნის სწავლებასთან დაკავშირებით”, – თქვა მან.

კონკურსს 5 ჟიური ჰყავს: ლევან გელაშვილი, თეონა ბექიშვილი, ნატა ლომოური, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და ოქტაი ქაზუმოვი.

„ვეფხისტყაოსნის სწავლების მეთოდების გამრავალფეროვნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბოლო ათწლეულებს თუ დავაკვირდებით, თითქოს პოემა ჩაიკეტა ვიწრო სამეცნიერო წრეებში და მისი სწავლების მეთოდების გამრავალფეროვნება აღარ ხდება და მასწავლებლებმა ამაზე ძალინ ბევრი უნდა იფიქრონ. მე დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს კონკურსი მომდევნო წლებში უფრო დაიხვეწება და აიწევა დონე მასწავლებლებში ამ მეთოდების გამრავალფეროვნების. ძალიან საინტერესო სწავლების მეთოდები იყო წარმოდგენილი – დიდი სტაჟის მქონე მასწავლებლებს ჰქონდათ წლების განმავლობაში ნაფიქრი, თუ რა არის მთავარი გამოწვევა”, – ამბობს ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ფილოლოგიის დოქტორი, ლევან გელაშვილი.

ლიტერატორი, პედაგოგი თეონა ბექიშვილი ამბობს, რომ „კონკურსში საინტერესო პროექტები, მეთოდები და აქტივობები იყო წარმოდგენილი და დაიხატა სურათი, რომ ინდივიდების დონეზე ნამდვილად ძალიან საინტერესო აქტივობები მიდის სკოლებში. 11 ნიჭიერი მასწავლებელი მოიცავს ძალიან ბევრ ბავშვს“, – თქვა მან. 

 

პრემიის – „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ – სამი გამარჯვებული 5 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე გამოვლინდება.

პრემიის მფლობელებს ფულადი ჯილდოს სახით „ლიბერთი ბანკი“ 2000-2000 ლარს გადასცემს, დანარჩენი ფინალისტები კი სამახსოვრო სიგელებსა და საჩუქრებს მიიღებენ.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ პრემიის მფლობელ პედაგოგებს  საზოგადოებას წარუდგენს და უზრუნველყოფს გამორჩეული პრაქტიკის გავრცელებას მასწავლებელთა ფართო წრეებში.