30 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა დანაზოგი აჩუქეს.
დოკუმენტის მიხედვით, ნაჩუქარი თანხის ოდენობა 150 ათას ლარს შეადგენს.
ირაკლი ღარიბაშვილი, დეკლარაციის მიხედვით, თბილისში 3 ბინას ფლობს, ასევე – 75 620 ევროს ღირებულების ავტომობილს და, დანაზოგის სახით, – 30 ათას ლარს.