„განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მინდა მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ჩვენს საყვარელ და საამაყო სულიერ წინამძღოლს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.
„განუზომელია მისი ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე და ასეთივე განუზომელია მის მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის ჭეშმარიტი გრძნობა ჩვენს საზოგადოებაში. თითქმის ნახევარი საუკუნეა მისი უწმინდესობა, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო, სიკეთითა და მოყვასისადმი სიყვარულით გვავსებს და თავისი კეთილშობილებით, სიმშვიდითა და სიბრძნით ყველა ჩვენგანის დიდი იმედი და დასაყრდენია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს!”, – წერს პრემიერი.
მისალოცი წერილი გაავრცელა პრეზიდენტის ადინისტრაციამ.
„თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს! ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილში.
დღეს, 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 90 წელი შეუსრულდა.