მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღარიბაშვილი ნიუ-იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
„სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს“,- ნათვქამია გავრცელებულ ინფორმაციაში.