პრემიერი მადლობას უხდის მოქალაქეებს, ტრანსპორტში პირბადეებით გადაადგილებისთვის

პუბლიკა

დღეს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში  უსმენენ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, ჯერჯერობით, პირბადის გარეშე გადაადგილების ფაქტი არ გამოვლენილა.

„დღეს საქართველოში გაიხსნა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს  გონიერებისა და თანადგომისთვის, რამეთუ დღეს მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების არც ერთი შემთხვევა,  ჯერჯერობით, არ დაფიქსირება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.