პრემიერი რომ იყავი და ახლა ამბობ ქვეყნის პრობლემა კორუფციააო, უხერხულია - ელისაშვილი

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების” ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დღეს გიორგი გახარიას მიერ წარმოთქმულ სიტყვას ფეისბუქზე გამოეხმაურა.

„წლების განმავლობაში ბიზნესობმუდსმენი რომ იყავი, ეკონომიკის მინისტრი რომ იყავი, პრემიერ-მინისტრი რომ იყავი და ახლა ამბობ ქვეყნის პრობლემა კორუფცია და ნეპოტიზმიაო – ძალიან უხერხულია! კი არადა სამარცხვინოა! ესეიგი ეს წლები ან თავად მონაწილეობდი კორუფციაში და ნეპოტიზმში ან თვალებს ხუჭავდი ერთზეც და მეორეზეც. თუ მისი გადადგომის მერე აღმოცენდა ეგ მანკიერებები”? – წერს ელისაშვილი.

დღეს გიორგი გახარიამ პარტია “საქართველოსთვის” დააფუძნა. იგი ერთხმად აირჩიეს თავმჯდომარედ. მან თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველოს მტავარი პრობლემა ინსტიტუტების სისუსტე, კორუფცი და ნეპოტიზმია.

მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ ის და მისი პარტიის წევრები – ერთიანდებიან “საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ”.