საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით იმართება.
მთავრობის მეთაურისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.
„შეხვედრაში მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებიც მონაწილეობენ“, – ამბობენ ადმინისტრაციაში.