პრემიერი ვანელებს - როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში უწყვეტი წყალმომარაგება არ არსებობდეს?

პუბლიკა

“ვანში სერიოზული პრობლემაა, როგორც წყალმომარაგება, ისე სანიაღვრე არხები, ასევე მდინარეების კალაპოტების გაწმენდა და კიდევ ბევრი რამ” – თქვა საქართველოს პრემიერმნისტრმა, გიორგი გახარიამ, მაჟორიტარი კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენისას, მოსახლეობასთან სეხვედრაზე.

“როგორ შეიძლება ოცდამეერთე საუკუნეში ვანში ნორმალური, 24 საათიანი წყალმომარაგება არ არსებობდეს?” – უთხრა პრემიერმა მოსახლეობას.

2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, რომ მათ ქვეყანა ასეთ დღეში 2012 წელს დახვდათ.

“ამ ყველაფერს თავი უნდა დავანებოთ, ჩვენ არავის ვედრებით, თავი უნდა დავხაროთ და 24 საათი ვიმუშაოთ, რათა ჩვენი ყოფა გავხადოთ უკეთესი”, დასძინა მან.