ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს პილიგრიმების ბილიკის განვითარებას – „წმინდა ნინოს გზა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას.
მისივე თქმით, ბილიკი 40 კილომეტრს შეადგენს და მოიცავს ფოკა-ბოდბის მარშრუტს.
„მსგავსი ქრისტიანული პილიგრიმების მარშრუტები მსოფლიოში ძალიან ცნობილია, დიდი პოპულარობით სარგებლობს და გვინდა, რომ აღნიშნული პროექტიც განვახორციელოთ”, – აღნიშნა მან.