პრემიერის ცოლის ძმა მიანიშნებს, რომ ზაზა სარალიძეს მართლაც აგინა

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი, რომელიც პარლამენტის ყოფილი დეპუტატია, Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, რითაც მიანიშნებს, რომ ზაზა სარალიძეს გინების შემცველი შეტყობინება, მართლაც, გაუგზავნა.

თამაზაშვილი ზაზა სარალიძის პოსტის სქრინშოტს აზიარებს, რომელშიც სარალიძე პრემიერ-მინისტრის ოჯახის მისამართით იგინება. სქრინშოტის აღწერაში თამაზაშვილი წერს, რომ, თუ სარალიძის ეს პოსტი ავთენტურია, მისი გინებაც ავთენტურად მივიჩნიოთ:

30 ნოემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერშ განაცხადა, რომ მუქარის შემცველ შეტყობინებებსა და გინებებს მას შემდეგ იღებს, რაც ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის არასწორი მართვის გამო გააკრიტიკა და შეაგინა.