პრემიერის გზავნილები ბრიუსელიდან არ აჩენს განცდას, რომ ის მონდომებულია პროცესის წარმატებისთვის - სამადაშვილი

პუბლიკა

ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილის განცხადებით,  ბრიუსელიდან პრემიერ-მინისტრის გზავნილები არ აჩენს განცდას, რომ ის მონდომებულია პროცესი წარმატებით დასრულდეს.

„ჩვენ როცა გვესაუბრებიან იმაზე, რომ არ უნდა იყოს ჩვენი საჯარო გზავნილები ისეთი რომ ამან დააშორიშოროს გზავნილები, ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრს შეეძლო სხვა გზავნილები გაეჟღერებინა.

მე ვფიქრობ, რომ მისი გზავნილები გააჩენს განცდას, მათ შორის ჩვენს პარტნიორებში ევროპაში, რომ ხელისუფლება არ არის კეთილსინდისიერი ამ მოლაპარაკებების პროცესში რეალური შედეგის დასადებად.

როდესაც საქართველოს პერმიერ-მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და დამოუკიდებელი არის სასამარლო სისტემა და ამის პარალელურად ევროკავშირის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ სწორედ სასამართლო სისტემა არის მთავარი პრობლემა ქვეყანაში, ვფიქრობ ყველასთვის გასაგებია, რომ ამ შემთხვევასი პრემიერის და ავროკავშირის აზრი ერთმანეთისგან არის განსხვავებული“,- განაცხადა სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

დღეს პერმიერმა ბრიუსელში განაცხადა, რომ მისი პრეროგატივაა არაა დანიშნოს ახალი არჩევნები. მით უმეტეს, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო. ასე უპასუხა ღარიბაშვილმა შეკითხვას ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობაზე პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.

ღარიბაშვილმა ისაუბრა პოლიტპატიმრების თემაზეც. ეს საკითხიც, მისი თქმით, პრემიერის გადასაწყვეტი არ არის. თუმცა, პოლიტიკოსის სტატუსი მართლმსაჯულებისთვის გამონაკლისს არ უნდა ნიშნავდეს. შესაბამისად, ღარიბაშვილის თქმით, სასამართლო გადაწყვეტს თითოეული პატიმრის ბედს.