„პრემიერის ვიზიტი უკრაინაში იყო უაღრესად წარმატებული“ - ზალკანიანი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტი იყო უაღრესად წარმატებული, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება. მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, პოლიტიკური თანამშრომლობის განზომილება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. ყველა ეს მიმართულება წარმოადგენს საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებს. ძალიან შედეგიანი საუბრები გაიმართა ყველა ამ თემატიკაზე“,- განაცხადა მან.

მისი თქმით, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, გამოირჩევა განსაკუთრებული დინამიზმით და ურთიერთობის ინტენსივობით.

განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული წევრების თანამშრომლობაზე სამეულის ფორმატში. დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები, რომელიც მჭიდრო კოორდინაციით გაიმართება, რაც იქნება დაკავშირებული ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების შემდგომი გააქტიურებასთან და ჩვენი საკითხის აქტუალიზაციასთან საერთაშორისო ფორუმებში – განაცხადა დავით ზალკალიანმა.