პრემიერმა დაზვერვის სამსახურის უფროსი გაათავისუფლა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, დაზვერვის სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე პოსტიდან გათავისუფლდა.

კობახიძის ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შალვა ლომიძე დაზვერვის სამსახურის უფროსად 2021 წლის 23 აპრილს დანიშნა. მანამდე ის უფროსის მოვალებას ასრულებდა.

2014-2020 წლებში ლომიძე დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ მუშაობდა. 2012 წელს მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.

2005-2012 წლებში კონტრდაზვერვაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.