პრემიერმა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი გაათავისუფლა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, მამუკა ჯანგულაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს მამუკა ჯანგულაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან”, – წერია 14 აგვისტოს ბრძანებაში.

ჯანგულაშვილი პოსტს 2021 წლის მაისიდან იკავებდა.