პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების მინისტრად უზენაესი სასამართლოს ყოფილი უვადო მოსამართლე, ალექსანდრე წულაძე დანიშნა.
წულაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ პარლამენტმა 2019 წელს აირჩია.
2023 წლის 29 დეკემბრიდან მან განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 2024 წლის აგვისტოდან კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გახდა.
განათლების მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 28 სექტემბერს პოსტი გიორგი ამილახვარმა დატოვა. როგორც ამილახვარმა აღნიშნა, კერძო სექტორში ბრუნდება და საქმიანობას იქ გააგრძელებს.