PREP-ის პროგრამა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

პუბლიკა

„თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით „თანასწორობის მოძრაობისა“ და „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ერთობლივი ინიციატივით მსმ და ტრანს თემის წევრებს PrEP პროგრამაში ჩართვის გამარტივებულ მეთოდს სთავაზობს.

30 მარტიდან PrEP პროგრამაში ჩართვის მსურველებსა და პროგრამაში უკვე ჩართულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ მობილური ბრიგადის სერვისით.

სასურველი თარიღის დაჯავშნის შემდეგ შიდსის ცენტრის ბრიგადა მოვა თქვენთვის სასურველ ადგილას. თქვენ ბინაზე მიიღებთ როგორც პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისს, ასევე მედიკამენტ Truvada-ს.

მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაჯავშნონ ვიზიტი ონლაინ.