ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ზურაბიშვილის მიერ რუსულ კანონზე დადებულ ვეტოს ეხმაურება.
“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო ქმნის მომენტს კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის. ამჟამინდელი ფორმით კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას არ შეესაბამება.
საქართველოში ყველა ლიდერს მოვუწოდებ, კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა და საქართველოს ევროპულ კურსზე დარჩეს, რასაც მოსახლეობა უჭერს მხარს.
ვაგრძელებ საქართველოში მიმდინარე მოვლენების ახლოდან დაკვირვებას”. წერს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო.
„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინაღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება რაავითარ ცვლილებას, გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.