საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება.
პრეზიდენტის ოფიციალურ facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ზურაბიშვილი „ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანანმდებობაზე მყოფ ყველა პირს“.
ვაქცინა საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა. საქართველომ COVAX-პლატფორმის საშუალებით AstraZeneca/Oxford ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio (კორეის რესპუბლიკა) მიერ.
შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინა რაიონებში გადანაწილდა. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით ვაქცინაციისთვის შერჩეულია 82 დაწესებულება. პრიორიტეტული ჯგუფებიდან პირველები სამედიცინო მუშაკები აიცრებიან.
„ვაქცინა კეთდება ორჯერადად, რევაქცინაცია იქნება რვიდან 12 კვირის ფარგლებში. ამისთვის, შესაბამისი დადასტურებაა უკვე, რომ 86 000 დოზა შემოვა აპრილის მეორე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
არსებული ინფორმაციით, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129 600 დოზას და ასევე Pfizer-ის 29 250 დოზას.