საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ სახალხო მარშს შეუერთდება.
„ვიცი, ბევრ ადგილზეა სხვადასხვა ინიციატივაა, რომელიც ერთად გროვდება. ესეც საზოგადოების ნიშანია, როდესაც ცალ-ცალკე და ერთად, ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ კუთხით 9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ, რათა ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როდესაც ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ახალგაზრდა სპორტსმენების მიღებაზე განაცხადა.
მარში 9 დეკემბრის 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება. დაგეგმილია, გაიშალოს ევროკავშირის დიდი დროშა.