საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„ყოვლად მიუღებელია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება – მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, დევნა, დაკავება, დაკავებულების მიმართ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმები. ამ ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ იქნება ახალი არჩევნები!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მანამდე მან პლატფორმა X-ზე დაწერა:
„ისევ თვითმხილველნი ვართ ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების, რომლებიც რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს. ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.