პრეზიდენტი აქციაზე მივიდა და სპეცრაზმს მიმართა

პუბლიკა

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.

„მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები, სადაც შევძლებ, ყოველთვის, მუდამ. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება მანამ, სანამ ჩვენ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი მივიდა თავისუფლების მოედანთან განლაგებულ სპეცრაზმთან და მათ მიმართ:

„თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი, რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადევით? არ პასუხობთ თქვენს პრეზიდენტს?”.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს – ამ განცხადების შემდეგ, მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ. ამ წუთებში, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია და მობილიზებულია პოლიცია.